Belive

ლაშა დვალი: "პოზნანში, საფარმა ჩვენი სტილით თამაშში ხელი შეგვიშალა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი, უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან მატჩის წინ საუბრობს.

უკრაინასთან მატჩის შემდეგ, ორ დღეში, ალბანეთთან შეხვედრა გვაქვს. ცხადია დატვირთული განრიგია, მაგრამ მეტოქესაც იგივე პირობები აქვს. ვფიქრობ, სათამაშო კონდიციების აღდგენა შევძელი და მატჩამდე წინ კიდევ 24 საათია, ასე რომ, სათამაშოდ მზად ვარ.

ალბანელი გულშემატკივრების სტვენა საქართველოს ჰიმნის დროს, მათ ღირსებაზე მიანიშნებს. ჩვენს ქომაგს ვთხოვ, რომ იგივე არ გააკეთონ.

უკრაინასთან მატჩში ჩვენს სათამაშო სტილს მოედნის საფარი ხელს უშლიდა. მიხარია, რომ შემდეგ მატჩს კარგი საფარის მქონე მოედანზე ჩავატარებთ და მჯერა, იქ უკვე ჩვენი ქომაგების გახარებას მოვახერხებთ. - ლაშა დვალი - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

საქართველოს ნაკრები ალბანეთს 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები