გიორგი მამარდაშვილმა ბორნმუთში იჯარით თამაშზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულში" იმ პირობით გადასვლაზე, რომ შემდეგ "ბორნმუთში" გაანათხოვრებენ, უარს ამბობს.
Geo Team-ის ინფორმაციით, აღნიშნული ვერსია თავად ფეხბურთელმა უარყო და "ლივერპულში" გადასვლას ასეთ შემთხვევაში არ დათანხმდება. იჯარით გაშვების შემთხვევაში, მას ისევ "ვალენსიაში" თამაში სურს.
მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიძებნოს უკეთესი ვარიანტი, რომელიც თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.
აქამდე გავრცელებული უახლესი ინფორმაციით, "ბონრმუთი" ულტიმატუმს აყენებს. მათ სურთ, რომ ტრანსფერი მალე განხორციელდეს და გიორგი მამარდაშვილს მათ რიგებში თამაშის შესაძლებლობა მალე მიეცეს. სხვა შემთხვევაში ისინი ტრანსფერში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგის გახსნით ტურში "ბარსელონასთან" (1:2) ითამაშა. შემდეგი მატჩი "ვალენსიამ" ვიგოს "სელტასთან" სტუმრად, 23 აგვისტოს უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.