Belive

"კუნთის კრუნჩხვები" - ქლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა

6 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი, ტომ ქლევერლი, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საუბრობს. ქლევერლის თქმით, 25 წლის ქართველ ფეხბურთელს კუნთზე კრუნჩხვები აქვს და შესაძლებელია, "სტოკ სიტისთან" ინგლისის ჩემპიონშფის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს.

"გიორგის კუნთზე კრუნჩხვები აქვს, ასევე, კევინს, იასერს და ჯეიმსს მცირე ტრავმები. შესაძლებელია ყველა მათგანი შაბათის მატჩს მზადყოფნაში შეხვდეს და შესაძლოა, თამაში ვერცერთმა შეძლოს", - ამბობს ტომ ქლევერლი.

"უოტფორდი" 34 ტურის შემდეგ დაგროვებული 48 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, "სტოკ სიტისთან" შეხვედრა კი მარტის საწყის დღეს გაიმართება.

გიორგი ჩაკვეტაძეს 2024/25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 2 გოლის გატანა და 7 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები