Belive

16-წლამდელების დამაჯერებელი გამარჯვება: ალექსანდრე კობახიძის გუნდმა განვითარების თასი მოგებით დაიწყო

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.

მოლდოვაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ესტონეთს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიქის შესრულება სანდრო მიქაუტაძემ შეძლო, კიდევ ერთი გოლის გატანა კი გიორგი გორგაძემ მოახერხა.

ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ტურნირზე კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს: 16 აპრილს აზერბაიჯანთან, ხოლო 19 რიცხვში მასპინძელ მოლდოვასთან.

ამ შემადგენლობაში, 2025 წლის შემოდგომაზე უეფას ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები ელოდება. სამი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფში, რომლის მატჩებიც საქართველოში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე 2 გუნდი გადის. მეტოქეები ისლანდიისა და საბერძნეთის 17-წლამდელთა გუნდები არიან.

სხვა სტატიები