Belive

"გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი დიმიტრიევსკი იქნება" - ვალენსია ქართველის შემცვლელს აქტიურად ეძებს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალებები, relevo-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიადან" 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად სხვა გუნდში გადავა. ამის ფონზე, "ვალენსიას" მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებული აქვს და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების გამოცდილი გოლკიპერი, სტოლე დიმიტრიევსკია.

"გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. 2022 წლის შემდეგ ის გუნდში დამკვიდრებას ცდილობს, წინა სეზონის შემდეგ კი, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და განვითარება დაიწყო, განსაკუთრებით მაღალი ბურთების მოგერიებისა და ფეხით თამაშის მიმართულებით.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი "ვალენსიაში" ახლა უფრო ბედნიერია, ვიდრე ოდესმე, გასულ ზაფხულთან შედარებით, როცა გუნდიდან წასვლასაც კი განიხილავდა, ახლა თავს უფრო მნიშვნელოვან ფიგურად გრძნობს.

გასულ ივნისში მამარდაშვილმა იგრძნო, რომ "ვალენსიური" ეტაპი დაასრულა. გუნდის, რომელმაც ელიტაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა. თუმცა, ამის მიუხედავად, მამარდაშვილის ტრანსფერი არ გამოვიდა. არადა, იმის ფონზე, რომ გუნდმა იუნუს მუსას ტრანსფერი განახორციელა, სავარაუდო იყო, რომ "ვალენსიადან" მამარდაშვილიც წავიდოდა, თუმცა ქართველი მეკარის სანაცვლოდ საკმარისი თანხა არ გადაიხადეს. ყველაზე მეტად მისი დამატება პრემიერ ლიგურ გუნდებს აინტერესებდათ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

დღეს გიორგის ხედვა სხვაა. მეკარე უზომოდ ბედნიერია "ვალენსიაში" და თუ ის აქედან სხვაგან წავა, ეს იქნება ადგილი, რომელსაც ის თავის კარიერაში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წელს, თუ ის "ვალენსიადან" წავა, უფრო მაღალ სპორტულ ამბიციებს გაყვება, ვიდრე "ვალენსიას" გააჩნია, რაც სატურნირო ცხრილის შუაში ყოფნასა და ევროპულ ტურნირზე გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლას გულისხმობს.

პრემიერ ლიგა აგრძელებს ქართველი მეკარის მონიტორინგს, მიმდინარე სეზონში მის სანახავად რამდენიმე გუნდი მოვიდა "მესტალიაზე". გასაკვირი არ არის, რომ მეკარემ გუნდში ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობით ოჩოტორენას რეკორდი გაიმეორა.

ამის ფონზე, "ვალენსიამ" სტოლე დიმიტრიევსკი დაარწმუნა. მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა და რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელ მეკარეს კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება ("რაიო ვალეკანოსთან"), ის "ვალენსიაში" გადასვლის იდეით დაინტერესებულია.

აშკარაა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი, რომლის დამატებაც ბევრი წარმატებული გუნდის მიზანი იქნება, გიორგი მამარდაშვილი აღმოჩნდება", - წერს relevo.

საქართველოს ნაკრების 23 წლის მეკარემ 2023/24 წლების სეზონში "ვალენსიას" შემადგენლობაში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლიდან 8-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. გიორგი მამარდაშვილის გუნდს ამ მომენტისთვის, 25 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებს. ევროზონასთან ჩამორჩენა ამჟამად 4 ქულა და ორი საფეხურია.

სხვა სტატიები