Belive

ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს, სადაც მასპინძელ ლიეტუვას, გერმანიას და მალტას შეხვდება.

მატჩები 22-25 იანვარს, ქალაქ დრუსკინინკაიში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვაში 21 იანვარს, 12 ფეხბურთელით გაემგზავრება.

ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მოლდოვაში გაიმართება.

ბესარიონ არველაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა:

მეკარეები: გიგი ლომაია (პსპ), ალექსანდრე ღარიბოვი (თსუ)

წინა ხაზი: თენგიზ პატარაია (ბეტისი თბილისი), ლუკა მიქაბერიძე (SL აკადემია), ნიკოლოზ გოგოხია (SL აკადემია), გიორგი აირაპეტიანი (SL აკადემია), დავით წერეთელი (SL აკადემია), დაჩი ცალუღელაშვილი (ინტერის აკადემია), ილია გოგოხია-ხატისკაცი (SL აკადემია), ნიკა ქარცივაძე (თსუ), ლევან გუგუციძე (SL აკადემია), მოსე ჩიქოვანი (ბსსა)

მატჩების განრიგი

22 იანვარი | საქართველო - გერმანია | 18:30

23 იანვარი | მალტა - საქართველო | 18:30

25 იანვარი | ლიეტუვა - საქართველო | 21:30

წყარო: საქართველოს ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერდი

სხვა სტატიები