Belive

გიორგი მამარდაშვილი: "გულშემატკივარს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს შეხვდება.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოახლოებული შეხვედრის წინ გულშემატკივრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ", - თქვა ჩვენი გუნდის და "ვალენსიას" კარის დარაჯმა.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში მოგებულს 26 მარტს, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები