Belive

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

sofascore-მა, ყველა ჯგუფის გაერთიანებით სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, რომლის კარსაც 23 წლის ქართველი იცავს.

გიორგი მამარდაშვილმა კვიპროსთან მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა და 8.1 შეფასებით სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებიც იყრიან თავს.

View this post on Instagram

A post shared by Sofascore (@sofascore_official)

გიორგი მამარდაშვილისთვის ეს საქართველოს ნაკრებში მე-12 მატჩი გახლდათ, რომელშიც 21 გოლი აქვს გაშვებული, 4-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები