Belive

გიორგი მაკარიძის ახალი პორტუგალიური გუნდი - ქართველი მეკარე კოვილაში ითამაშებს

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე მეკარე, გიორგი მაკარიძე კარიერას პორტუგალიის მესამე ლიგის წარმომადგენელ "სკოვილას" წევრი გახდა.

33 წლის გოლკიპერი, რომელსაც წლების განმავლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგას და ლა ლიგა 2-ის წევრი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, ამჯერად, პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის ბინადარ გუნდში გადაბარგდა. ლიგაში, რომელიც ორ A და B ჯგუფად იყოფა, "კოვილა" მეოთხე პოზიციას იკავებს და მეორე ლიგაში აღზევების ერთ-ერთი კანდიდატია.

View this post on Instagram

A post shared by Sporting Clube da Covilhã (@sccovilha)

კარიერის განმავლობაში გიორგი მაკარიძეს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, "დინამო თბილისში", ფრანგულ "ლე მანსში", პორტუგალიურ "ფეირენსეში", "მორეირენსეში", "რიო ავეში", "ვიტორია სეტუბალში", ესპანურ "ალმერიასა" და "პორფერადინაში" და კვიპროსულ "დოქსასში" უთამაშია, 2023 წლის ივლისამდე კი "მარიტიმუში" გამოდიოდა.

სხვა სტატიები