Belive

"დავითაშვილი ბორდოს გადამწყვეტი შემტევია" - ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბენჟამინ ნივემ, რომელიც ამჟამად კონსულტანტია, საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

47 წლის ფრანგმა, რომელმაც კარიერა "ოსერში" დაიწყო, ყველაზე წარმატებულად კი "ტრუასა" და "კანში" თამაშობდა, "ბორდოს" სათამაშო ფორმასა და სხვადასხვა ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად ისაუბრა.

"ტრუასთან მატჩში ზურიკო დავითაშვილმა მომხიბლა და როცა ალბერტ რიერამ ის სათადარიგოთა სკამზე დასვა, ძალიან გამიკვირდა. ამ გადაწყვეტილების ახსნა ძალიან გამიკვირდა. ვფიქრობ, ზურიკო დავითაშვილი "ბორდოს" ფეხბურთელებს შორის ყველაზე გამორჩეული შემტევია. მას შეუძლია, მოედანზე განსხვავება მოახდინოს.

მართალია, მატჩის დასკვნით ნახევარ საათში მისი მოედანზე შემოსვლა სივრცეების გათავისუფლების პირობებში, მეტოქისთვის ხიფათის შემცველია, მაგრამ ასეთი ხასიათის მქონე ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში არ დაყენება, ჩემთვის მაინც აუხსნელი ამბავია", - თქვა ბენჟამინ ნივემ.

ზურიკო დავითაშვილს 2023/24 წლების სეზონში "ბორდოს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. "გრენობლთან" მოგებულ (1:0) მატჩში დავითაშვილმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში პენალტის მოპოვება შეძლო.

სხვა სტატიები