Belive

არდიან ისმაილი: "შევეცდებით იგივე შეცდომები არ დავუშვათ, რაც ტირანაში დავუშვით"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი, არდიან ისმაილი საქართველოსთან მატჩის წინ, მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრობს:

საბა გოგლიჩიძე უკვე თითქმის ერთი წელიწადია, რაც "ემპოლიში" თამაშობს. მას შესანიშნავი მონაცემები აქვს და წინ დიდი მომავალი ელოდება.

საქართველოს ნაკრები კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის ძალაც ალბანეთში უკვე ვიხილეთ. შევეცდებით, რომ მათ წინააღმდეგ უფრო კარგი მატჩი ვაჩვენოთ.

საქართველოს ნაკრები ძალიან სწრაფ და კონტრშემტევ ფეხბურთს თამაშობს, ისინი უპირატესობას 3-5-2 სათამაშო სქემას ანიჭებენ. შევეცდებით, რომ ის შეცდომები არ დავუშვათ, რომელიც საწყის მატჩში იქნა დაშვებული.

ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ. მატჩის ირგვლივ რა ხდება, ჰიმნზე სტვენა და ა.შ. ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. - არდიან ისმაილი - ალბანეთის ეროვნული ნაკრების და "ემპოლის" ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრები ალბანეთს 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები