Belive

გიორგი მაკარიძე: "პოზიტიური განწყობით, ერთიანობით და მაქსიმუმის გაღებით ყველაფერი შესაძლებელია"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ლევადიასთან შეხვედრის წინ, იბერია 1999-ს მეკარე, გიორგი მაკარიძე საუბრობს.

"ვფიქრობ, საწყისი მატჩიდან გამომდინარე, შანსები თანაბარია. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ უკეთესები ვართ და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვექნება.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური განწყობა და ერთიანობაა, თუ ამ ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად დავიხარჯებით, მჯერა სასურველ შედეგს მივაღწევთ. შესაძლებელია გულშემატკივარს ბევრი იმედგაცრუების გამო, ირონიული დამოკიდებულება ჰქონდეს სტადიონზე მისვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მწამს, რომ ხალხის მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარება და წარმატებას მივაღწევთ", - ამბობს გიორგი მაკარიძე.

იბერია 1999 ლევადიას 29 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები