"სრულ ნდობას იღებს და გასახდელში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება" - მედიაში მიქაუტაძეზე საუბრობენ
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ახალი სეზონიდან ლიონის შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება. ამას ევროპული საფეხბურთო მედია პროგნოზირებს და საუბრობს, რომ ქართველი ახლა გუნდში მეტ თავისუფლებას, ახალ როლს და ძირითად შემადგენლობაში რეგულარულ ადგილს მიიღებს.
"ლიონში გადასვლისას ჟორჟმა სეზონი ალექსანდრ ლაკაზეტის ჩრდილში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ის უკვე თავის საყვარელ კლუბში ძირითადი შემადგენლობის ცენტრალური ფორვარდის როლში იქნება.
გუნდში მისვლის მომენტიდან მან ყველაფერი გააკეთა. მაისურზე 69-ე ნომრის არჩევით ის ზუსტად აცნობიერებდა რასაც აკეთებდა და ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა. მშობლიურ გუნდში დაბრუნების შემდეგ, გასულ სეზონში ყველაზე გაყიდვადი მაისურების სიაში საკუთარი სახელის და გვარის დაფიქსირება წარმატებულად შეძლო.
ალექსანდრ ლაკაზეტის, რაიან შერკის და კორენტინ ტოლისოსთან ერთად მიქაუტაძე ლიონის მთავარი მოთამაშე გახლდათ, მაგრამ ჟორჟი შედარებით ჩრდილში ექცეოდა. პიერ საჟს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ორფორვარდიან სათამაშო სისტემაში, ლაკაზეტი და მიქაუტაძე ერთად იმოქმედებდნენ, მაგრამ შემდეგ ჟორჟი სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა და ჯოკერის როლში გვევლინებოდა. ახლა, მას მერე, რაც ლაკაზეტმა გუნდი შეიცვალა, მიქაუტაძე ხელმძღვანელობისგან სრულ ნდობას მიიღებს და გასახდელშიც მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება", - წერს olympique-et-lyonnais.
გიორგი მიქაუტაძემ წინა სეზონში 47 მატჩში 17 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, საქართველოს ნაკრებში კი მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოცგოლაინი ნიშნული გადალახა და ბომბარდირთა დავაში ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა.