Belive

სპარინგი ფარერებთან: საქართველოს ნაკრების მეტოქე ივნისის შეკრებაზე ცნობილია

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისთვის 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია, რომელსაც ჩვენი გუნდი სექტემბერში დაიწყებს. იქამდე, ევროპულ ფეხბურთში ერთი სანაკრებო ფანჯარაა, რომელიც ივნისის თვეში უნდა გაიმართოს.

საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 3 მეტოქესთან ერთად იმყოფება, მარტში კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებელი მატჩები წარმატებით ჩაატარა. აქედან გამომდინარე, პლანეტის ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირის საგზურისთვის ბრძოლას ჩვენი გუნდი სექტემბერში დაიწყებს, ხოლო ივნისის პერიოდს ამხანაგური მატჩებისათვის გამოიყენებს.

უდიდესი ალბათობით, ჩვენმა გუნდმა ივნისის თვეში ორი ამხანაგური მატჩი უნდა გამართოს. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც საქართველო შეხვდება, ფარერების კუნძულების ნაკრები იქნბება.

საქართველოსა და ფარერების კუნძულების ნაკრებების მატჩი 5 ივნისს გაიმართება.

მარტის სანაკრებო პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან ორი მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშებით, ორი მატჩის ჯამში 9:1 იმარჯვა. ვილი სანიოლის გუნდი, უდიდესი ალბათობით, რეიტინგში სულ მცირე 2 საფეხურით დაწინაურდება.

სხვა სტატიები