ფაბრიციო რომანო: "შეთანხმება შედგა - ირაკლი აზაროვი დონეცკის შახტარში გადავა"
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის შესახებ წერს - იტალიელის თქმით 22 წლის ქართველი ფეხბურთელი კარიერას დონეცკის" შახტარში" გააგრძელებს.
"დონეცკის "შახტარი" ქართველ ფლანგის მცველ, ირაკლი აზაროვთან, კონტრაქტის გაფორმებას უახლოვდება.
მოლაპარაკება გადამწყვეტ ეტაპზეა - შეთანხმება მიღწეულია", - წერს ფაბრიციო რომანო.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2023/24 წლების სეზონში, როგორც "ცრვენა ზცეზდა", ისე დონეცკის "შახტარი" უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ირაკლი აზაროვი "დინამო ბათუმიდან" სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 2022 წლის 5 აგვისტოს გადავიდა და 26 მატჩში 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან სერბეთის ჩემპიონატის და თასის მოგება შეძლო.