Belive

გიორგი გაგუა: "მეორე გუნდში დავრჩი და იმედი მაქვს ლა ლიგაში წელსვე ვითამაშებ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ თავისი საკლუბო კარიერის და მასში არსებული სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც 21 წლის ფეხბურთელისგან ვიგებთ, მას გუნდის შეცვლის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში "ალავესში" დარჩა.

"ალავესთან" ერთად მზადება რამდენიმე კვირით გვიან დავიწყე, რადგანაც კლუბთან მოლაპარაკებებს რამდენიმე გუნდი აწარმოებდა.

საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა, დავრჩი მეორე გუნდში. ვეცდები, რომ "ალავესის" მეორე გუნდში თავი გამოვიჩინო და წელსვე ვითამაშო ლა ლიგაში", - წერს გიორგი გაგუა სოციალურ ქსელში.

გიორგი გაგუამ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში უეფას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა. ის 2023/24 წლების სეზონის ლა ლიგის სტარტზე მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, გიორგი გაგუას მიმართ ბრატისლავის "სლოვანის" დაინტერესების შესახებაც იწერებოდა.

სხვა სტატიები