Belive

გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისი დატოვა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგაზე მალტის ჩემპიონ "ჰამრუნ სპარტანსთან" ორი მატჩის ჯამში - 1:3 (1:2, 0:1) მარცხის შემდეგ, "დინამო თბილისი" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

"დინამო თბილისი" მთავარ მწვრთნელთან ერთად, მისი გუნდის წევრებმა, გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე იწკირველმა დატოვეს.

"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.

თბილისური კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს", - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

გიორგი ჭიაბრიშვილი "დინამოს" მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად საქართველოს ეროვნული ლიგა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები