Belive

ლევანტეს მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი კარგ ფორმაში დაგვიბრუნდა, მაგრამ ცოტა გადაღლილია"

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლევანტეს" მთავარი მწვრთნელი, ხულიან კალერო თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს. მწვრთნელი 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ ნაკრებიდან ის ცოტათი გადაღლილი დაბრუნდა.

"გიორგი ქოჩორაშვილი კარგ ფორმაში დაგვიბრუნდა, მაგრამ ცოტათი დაღლილი, რადგან ბევრი კილომეტრის დაფარვა და მოედანზე დიდი დროის გატარება მოუწია.

ვცდილობთ, რომ მის ფიზიკურ მდგომარეობას მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ. ქოჩორაშვილი ზედმეტი სათამაშო დროის გამო, გარკვეულწილად გადაღლილია, ამიტომ მისი ფიზიკური მდგომარეობა გუნდის საჭიროებებთან შედარებით უნდა შევაფასოთ. პრინციპში, გიორგი ხელმისაწვდომი იქნება და თამაშს შეძლებს", - ამბობს ხულიან კალერო.

გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრებში მარტის შეკრების დროს, სომხეთთან ორივე მატჩში ითამაშა, გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. "ლევანტე" ლა ლიგა 2-ის გათამაშებას ლიდერობს, საწყისი ორი პოზიციის დაკავების შემთხვევაში, ვალენსიელები ლა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო კიდევ 4 ქვედა საფეხურზე გასვლის შემთხვევაში პლეი-ოფში ითამაშებენ.

სხვა სტატიები