Belive

გიორგი ჩაკვეტაძე: "უოტფორდში მენდობიან და ბედნიერი ვარ"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შემდეგაც ინგლისური გუნდის ოფიციალურ ვებ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.

"აქ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან "უოტფორდში" ყველაფერი მაქვს. აქ ნდობას ვგრძნობ, ამიტომ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შევთანხმდით. აქ ყველაფერი მომწონს: გუნდში მომუშავე ადამიანები, გარემო და თანაგუნდელებთან მუშაობა.

აქ გადმოსვლიდან ორი სამი თვის განმავლობაში მოვუმატე და უფრო მეტის თამაში დავიწყე", - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

ახალ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძეს "უოტფორდის" მაისურით 7 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და 10 ქულით ჩემპიონშიფში მერვე პოზიცია უკავია.

სხვა სტატიები