Belive

გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. ბრიტანული სპორტული გამოცემის footballleagueworld-ის მიხედვით სატრანსფერო ღირებულების მხრივ ქართველი ფეხბურთელი 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძე - 2,14 მილიონი ფუნტი

ბელგიურ კლუბ "გენტში" ქართველმა ნახევარმცველმა თავისი შესანიშნავი დრიბლინგის უნარითა და ბურთის შენარჩუნებით შთაბეჭდილება მოახდინა, იანვარში კი "უოტფორდმა" მას კონტრაქტიც გაუფორმა.

დაახლოებით 2,5 მილიონ ფუნტად შეძენილი ფეხბურთელზე "უოტფორდი" იმედოვნებს, რომ მას ბევრად მეტი შეუძლია.

სულ რაღაც 24 წლის ასაკში ის ჩამოყალიბდა ერთ-ერთ საკმაოდ კარგ მოთამაშედ, მაგრამ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. მას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რაც ნამდვილად იმედის მომცემია, მან 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"უოტფორდის" სატრანსფერო ღირებულება მომავალ წლებში საგრძნობლად მოიმატებს - footballleagueworld

სატრანსფერო ღირებულების მიხედვით "უოტფორდის" ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ისმაელ კონე - 9.43 მილიონი ფუნტი

  • იასერ ასპრილია - 6.85 მილიონი ფუნტი

  • რაიან პორთეუსი - 2.57 მილიონი ფუნტი

  • გიორგი ჩაკვეტაძე - 2,14 მილიონი ფუნტი

  • დანიელ ბახმანი - 1.9 მილიონი ფუნტი

სხვა სტატიები