გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
4 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე, ინგლისის ჩემპიონშიფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
გასულ სათამაშო კვირაში, ქართველმა ფეხბურთელმა "შეფილდ ვედნსდეისთან" გამარჯვებაში თავისი წვლილი საგოლე პასით და გამორჩეულად კარგი თამაშით შეიტანა, რის მერეც ის საუკეთესოთა შორის დაასახელეს.
სიმბოლური გუნდი, რომელშიც "უოტფორდის" სამი ფეხბურთელია წარმოდგენილი, უშუალოდ ინგლისის ჩემპიონშიფის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეადგინა.
25 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული, მისი გუნდი ჩემპიონშიფში 22 ქულით მეხუთე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში იმყოფება.