გერმანულმა მედიამ ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გერმანულმა მედია საშუალება liga2-online-მა გამოკითხვა ჩაატარა და მომხმარებლებს მეორე ბუნდესლიგის 2024/25 წლების სეზონის გახსნითი ტურის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. გამოკითხვის გამარჯვებული საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე გახდა.
30 წლის ქართველმა ცენტრ-ფორვარდმა გამოკითხული გულშემატკივრების ხმების 43% დაიმსახურა, კონკურენტებს გაუსწრო და საუკეთესოს წოდებაც მოიპოვა.
ბუდუ ზივზივაძისთვის აღნიშნული სათამაშო კვირა, სეზონის სადებიუტო მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიკით აღმოჩნდა გამორჩეული.
საწყის ტურში მოპოვებული სამი ქულის შედეგად "კარლსრუე" ჩემპიონატის 8 თანალიდერს შორისაა, მომდევნო მატჩს გუნდი "დიუსელდორფთან" 10 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.