Belive

"დეკემბრის მეორე ნახევრიდან ველოდებით" - ნიუკასლის 21-წლამდელთა მწვრთნელი ვახტანგ სალიაზე საუბრობს

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიუკასლ იუნაიტედის 21-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ადამ ლოურენსი, ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი ფეხბრუთელის, ვახტანგ სალიას ტრავმის მდგომაროების შესახებ საუბრობს.

"ვახტანგ სალია წინ მიიწევს. ყველას ძალიან ეწყინა, როცა გუნდში მოსვლიდან მალევე ტრავმა მიიღო. მოედანზე ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ სავარჯიშო დარბაზში ქცევით შესანიშნავი ახალგაზრდაა.

დარწმუნებული ვარ, მისთვის ტრავმის მიღება ძალიან რთული მომენტია, მაგრამ პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

ექიმები ვახტანგ სალიას მოედანზე დაბრუნებას დეკემბრის მეორე ნახევრიდან და იანვრის დასაწყისიდან ელოდებიან.

გულმოდგინედ მუშაობს და ტრავმის შემდეგ მკურნალობის სარეაბილიტაციო კურსში წინსვლა აქვს", - ამბობს ადამ ლოურენსი.

18 წლის ფეხბრუთელი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. ვახტანგ სალია კაჭკაჭებმა 2024 წლის ზაფხულში დაიმატეს და განათხოვრების წესით, სწრულწლოვანების ასაკამდე მშობლიურ გუნდში ათამაშეს.

სხვა სტატიები