Belive

"გატუზოს გაძლიერება სურს" - მარსელი მიქაუტაძის ტრანსფერს ისევ განიხილავს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგულ და ევროპულ მედიაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა კარიერა ისევ საფრანგეთში, კერძოდ კი მარსელის "ოლიმპიკში" გააგრძელოს.

"მომავალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარსელის "ოლიმპიკის" შემადგენლობის გაძლიერების სურვილით, ჯენარო გატუზოს ორი ფეხბურთელის გადაბირება სურს. "მარსელის" პრეზიდენტს, პაბლო ლონგორიას ორი პოზიციის გაძლიერება ყველაზე მეტად აინტერესებს, ეს მარცხენა მცველი და შემტევი ნახევარმცველია. ახლახანს, გიორგი მიქაუტაძის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, რომელიც კარიერას "ლიონში" იწყებდა და წინა სეზონში ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა", - წერს onefootball-ი და წყაროდ La Tribune OM-ის სტატიას იშველიებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "მარსელი" მიქაუტაძის გარშემო მიმდინარე ამბებს თვალს ყურადღებით ადევნებს.

გიორგი მიქაუტაძის დამატება "მარსელს" 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროსაც სურდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა და ქართველმა ფეხბურთელმა ნიდერლანდებს მიაშურა, ახლა კი სათამაშო პრაქტიკის არ ქონა შესაძლოა ამ ამბავში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.

2023/24 წლების საფეხბურთო სეზონში, გიორგი მიქაუტაძეს "აიაქსში" მხოლოდ ექვს მატჩში მიეცა თამაშის შესაძლებლობა, სადაც სათამაშო დროის აბსოლუტური უმრავლესობა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაატარა. რაც შეეხება ლიგა 1-ს, იქ მან "მეცის" შემადგენლობაში სამ შეხვედრაში 2 გოლის გატანა (ერთი სწორედ "მარსელთან") და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები