Belive

"კვარას ეფექტი - ნაპოლი თვალს სხვა ქართველ ტალანტებსაც ადევნებს" - Il Mattino

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით უფრო და უფრო დაინტერესდა და თვალს 5 სხვადასხვა ფეხბურთელს ადევნებს, ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Mattino წერს.

გაზეთის ცნობით, "ნაპოლის" მთავარი სკაუტი მაურიციო მიშელი კვლავ ყურადღებით აკვირდება სხვადასხვა ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს, ესენი არიან:

გაბრიელ სიგუა - 19 წლის, რომელიც "ბაზელში" ასპარეზობს, არის 190 სმ სიმაღლის ნახევარმცველი და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ნახევარმცველია, მას უკვე ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.

ირაკლი აზაროვი - 2002 წელს დაბადებული დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი, ის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, მას ხარისხობრივად ისეთი კარგი სათამაშო სტილი აქვს, რომ თავდაპირველად კვარაცხელიას როლს ირგებდა.

გიორგი მოისწრაფიშვილი - "დინამო თბილისის" 10 ნომერი, რომელიც 22 წლისაა. ის კლასიკური სტილის ფლეიმექერია.

გიორგი მიქაუტაძე - 22 წლის "მეცის" პირველი თავდამსხმელი, მან ორ სეზონში 34 გოლი გაიტანა.

საბა საზონოვი - "ტორინოს" ფეხბურთელი, რომელსაც 12 მატჩი აქვს ტურინული გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული. ის 21 წლისაა და 190 სმ სიმაღლის. საბას იტალიურ გუნდში თავის დამკვიდრება უჭირს, მაგრამ სათამაშო ხარისხი არ აკლია. - Il Mattino

სხვა სტატიები