გამარჯვება კოსოვოსთან | 16-წლამდელთა ნაკრებმა განვითარების თასი მოგებით დახურა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში უეფას განვითარების თასზე მიიღო მონაწილეობა.
საწყის შეხვედრაში ბულგარეთთან პენალტების სერიაში წაგების (2:2, 5:3 პენ,) შემდეგ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვოსთან გამარჯვება (2:1) მოახერხა.
კოსოვოელებმა მატჩში დაწინაურება მე-18 წუთზე, კრონ ავდიუს გოლით შეძლეს, ჩვენმა გუნდმა კი მეორე ტაიმში 2 უპასუხო გოლი გაიტანა. 52-ე წუთზე ჯუმბერ დუმბაძის საგოლე პასით ალექსანდრე ჩიქოვანმა ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე პაკოლი არტმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნიკოლოზ თარაშვილი - დაჩი დგებუაძე, ნიკოლოზ უღრელიძე, დემეტრე ჩხარტიშვილი (გიორგი ანდღულაძე), ნიკოლოზ კოღუაშვილი, ანდრია ოჩიგავა, დემეტრე ქურასბედიანი, სანდრო ბინიაშვილი, ლევან ჭიკაიძე.
სათადარიგო სკამი: შოთა მეტონიძე, ნიკოლოზ კობზონაძე, ნიკოლოზ თომაევი, ერეკლე კაკულია, ჯუმბერ დუმბაძე, დავით მაჭარაშვილი, ნიკოლოზ სახვაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.