გამარჯვება დიდი ანგარიშით: 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომეხ თანატოლებს მოუგო
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა თბილისში სომეხ თანატოლებს დიდი ანგარიშით 5:1 აჯობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აგვისტოს თვეში ჩვენმა გუნდმა მეზობელი ქვეყნის ნაკრებთან 2 ამხანაგური მატჩი დაგეგმა, რომლის საწყისშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან თითო გოლის გატანა ანანო მიქაბერიძემ, კესო მეტონიძემ, ლოლიტა კალოიანმა, ლიზი კაკულიამ და მარიამ ჯოჯუამ შეძლეს.
საქართველოსა და სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 14 აგვისტოს შედგება და 20:00 საათზე დაიწყება.