Belive

იური ტაბატაძე: "მომავალში ჩემი თამაშის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესებ"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეოთხე ტურის მატჩში, რეალ სოსიედად ბ-სთან შესრულებული დუბლის შემდეგ, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი, იური ტაბატაძე კადისის ოფიციალურ გვერდთან საუბრობს.

"კარგია, რომ ქულის გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ ჩემი თამაშის ხარისხი ცოტა უფრო მაღალი უნდა იყოს. შემდეგ მატჩში მე მოვუმატებ.

გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ შესრულების ხარისხი მაღალი არ გვქონია. ბედნიერი ვარ, რომ სულ მცირე ქულის გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ სამოამვლოდ უფრო მეტის გაკეთებას შევეცდებით", - ამბობს იური ტაბატაძე.

კადისს 4 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებითა და 2 ფრით, 8 ქულა აქვს, წაუგებელია და მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი ეიბართან, საშინაო კედლებში, 13 სექტემბერს გამართავს. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები