Belive

გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი სანტანდერის რასინგის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და უახლოეს კონკურენტ კასტელონთან სტუმრად მოგებულ (3:1) შეხვედრაში დუბლის გაფორმება და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

წარმატებული მატჩის შემდეგ გიორგი გულიაშვილი Sofascore-ის ვერსიით, გასული სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა. 9.6 შეფასებით, გიორგი გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში ადგილი ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა.

გიორგი გულიაშვილს კასტელონთან სადებიუტო საგოლე მოქმედებების შემდეგ, ამ სეზონში სარაევოს სტატისტიკის გათვალისწინებით, 3 გოლი და 9 საგოლე პასი დაუგროვდა.

28 ტურის შემდეგ დაგროვებული 53 ქულით სანტანდერის რასინგი გათამაშების ლიდერია და ლა ლიგაში აღზევებისკენ მიიწევს.

სხვა სტატიები