გალათასარაი ისევ აქტიურობს: მიქაუტაძე ბარიშ ალპერის შემცვლელად განიხილება
გალათასარაი, რომელიც 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი მიქაუტაძის დამატებას აქტიურად ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფორვარდის ტრანსფერზე ისევ ფიქრობს.
ქართველი ფეხბურთელის დამატებას თურქეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ ბარიშ აპლერ ილმაზს ევროპაში გაასხვისებს.
25 წლის თურქი ფეხბურთელის დამატება ვესტ ჰემს გასული წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოკან ბურუკმა მას დარჩენა, ჩემპიონად გახდომა და შემდეგ გადაბარგება სთხოვა. გუნდმა ტიტული მოიპოვა და ბარიშის დამატების ინტერესი ევროპულ გუნდებს კვლავ სურთ.
turkiyegazetesi-ის ინფორმაციით, თუ გალათასარაი ბარიშ ალპერ ილმაზს მართლაც გაასხვისებს, მის ტრანსფერში მიღებული თანხით, გუნდი 24 წლის ქართველი გოლეადორის დამატებას შეეცდება.
ოკან ბურუკს გიორგი მიქაუტაძის საფეხბურთო უნარები ძალიან მოსწონს და ფორვარდის დამატების საჭიროების შემთხვევაში, არჩევანის ქართველ ფეხბურთელზე გაკეთებას აპირებს.
საქართველოს ნაკრების ფორვარდს ლიონის ოლიმპიკში დაბრუნების შემდეგ, 47 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული.