Belive

"რიზერსპორი და ნიდერლანდური გუნდები" - დავით კერესელიძით რამდენიმე გუნდი ინტერესდება

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, დავით კერესელიძის დამატება თურქეთის სუპერ ლიგის წარმომადგენელ გუნდს, რიზერსპორს სურს.

მეზობელი ქვეყნის სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რიზერსპორმა სატრანსფერო სიაში ქართველი მეკარე დაამატა. ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავით კერესელიძის დამატება ნიდერლანდების ერედივიზიონის წარმომადგენელ გუნდებსაც სურთ.

"რიზესპორმა ახალი მეკარის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეკარე ტარიკ ჩეტინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფენერბაჰჩეში გადავიდა. ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ, კერესელიძე უახლესი სახელია, რომელიც სატრანსეფრო ბაზარზე გამოჩნდა. როგორც ამბობენ, რიზესპორი ქართველ მეკარესთან კონტაქტებს აძლიერებს.

ამასობაში, დავით კერესელიძით  ნიდერლანდების ლიგიდან დაინტერესების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2026 წელს იწურება, როგორც ამბობენ, რიზესპორი ამ ტრანსფერზე დაჟინებით მუშაობს", - წერს milliyet.

გორის დილას მეკარე 2024 წლის ეროვნული ლიგის სეზონში თავის პოზიციაზე საუკეთესოდ დასახელდა. ამ სეზონში მან კარის უსაფრთხოების მშრალად შენახვა 5-ჯერ მოახერხა.

სხვა სტატიები