ფრე უელსთან | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა B ლიგის ჯგუფი მოიგო
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სან მარინოში შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩი უელსის პირისპირ ჩაატარა, რომელშიც ფრე (2:2) დაფიქსირდა.
შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი ნიკოლოზ ხატოიანმა გაიტანა.
ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში ანდორასა და სან მარინოს აჯობა და 7 ქულით ჯგუფის გამარჯვებული გახდა.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას.