Belive

ფრანგული მედია: "მეცის მიზანი გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნება იქნება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგული მედია გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "მეცს" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შენარჩუნება სურს.

"გიორგი მიქაუტაძემ გასულ მატჩებში გატანილი გოლებით დაამტკიცა, რომ "მეცისთვის" საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად მთავარი ფეხბურთელია. მის შენარჩუნებას გუნდი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს შეეცდება.

ამსტერდამში რთული პერიოდის შემდეგ, "მეცში" დაბრუნებული ახალგაზრდა ფეხბურთელი, გუნდისთვის ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. "ლორიენთან" მატჩში მან გადამწყვეტი როლი შეასრულა. მისი წვლილი ასევე მნიშვნელოვანია "ნანტთან" გამარჯვებაში (2:0).

მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსი" ქართველი მოთამაშის შეძენის ოფციის გასააქტიურებლად 13 მილიონ ევროს ითხოვს, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა რეალური ჩანს.

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერსა და კარიერულ მომავალზე შემდეგ თვეებში საუბარი სავარაუდოდ კიდევ იქნება", - წერს fr-fr/sport/football

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, 14 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები