Belive

ფრანგი ჟურნალისტი: "ზურიკო დავითაშვილი შეუჩერებელი ფეხბურთელია"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგმა ჟურნალისტმა, დევიდ გლუზმანმა საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი, ამჟამად შეუჩერებელია.

"ზურიკო დავითაშვილი განსაკუთრებულად თამაშობს. გულწრფელად რომ ვთქვა, როცა ის კონცენტრირებულია და მარტივად თამაშობს, შეუჩერებელია. შეტევით ასპექტში, ლიგა 2-ის გუნდებში, გოტიე ჰეინის შემდეგ ("ოსერის" ფეხბურთელი) მხოლოდ ზურიკო დავითაშვილს აქვს ასეთი თვისებები. გულდასაწყვეტია, რომ მას სეზონის პირველი ნახევარიც ასეთი ეფექტური არ გამოუვიდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს გადატვირთული გრაფიკი და ის, რომ მან მიჯრით ითამაშა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატზე, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ერთა ლიგაზე, პარალელურად კი შვილი შეეძინა. ამიტომ, მან სათანადოდ ვერ დაისვენა.

ის აბსოლუტურად გამორჩეული მოთამაშეა. თუ ჩვენ გუნდის სპორტულ დირექტორს, ადმარ ლოპესს თუკი რამე უნდა მივულოცოთ, ეს ზურიკო დავითაშვილის მოყვანაა.

მას აქვს აბსოლუტურად ყველაფერი: ტექნიკა მოძრაობაში, ეპიზოდის გოლად ქცევა და ალტრუიზმი. როცა თავს წევს, მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. ეს არის ყველაზე დიდი საბაზრო ღირებულება და ეს არის ის, რაც ხელს შეუწყობს მომავალ სეზონში წარმატებას", - თქვა დევიდ გლუზმანმა.

ზურიკო დავითაშვილის "ბორდომ" ლიგა 2-დან დაწინაურება ვერ მოახერხა, მაგრამ თავად 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა. სეზონის მეორე ნახევარში ის გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები