Belive

"ფლორენტინო პერესს კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან მოსწონს" - ესპანელი ჟურნალისტის ინტერვიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური მედია - საშუალების, Diario as-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ტომას რონსერომ Corriere del Mezzogiorno-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც "რეალისა" და "ნაპოლის" მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

as-ის მენეჯერმა აღნიშნა, რომ მადრიდული გუნდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იტალიელთა ორი ლიდერით, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიათი და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენით ინტერესდება.

"სპალეტის "ნაპოლიმ" ყველა გააოცა იმ ძალით, რომლითაც მოიგო სკუდეტო ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიცაა "მილანი", "რომა", "ინტერი" და "იუვენტუსი".

კარლო ანჩელოტი ყოველთვის ამბობდა სასიამოვნო სიტყვებს "ნაპოლის" შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ის შესანიშნავად შეხვდება "ნაპოლის" იმ წარმომადგენლებს, რომლებთანაც მან ბევრი დაუვიწყარი მომენტი გაიზიარა.

მე მესმის, რომ ფლორენტინო პერესს ძალიან მოსწონს ოსიმენი, მაგრამ 200 მილიონი ევრო ძალიან ძვირია. კვარაცხელიაც ძალიან მოსწონთ. როგორც თავისი თვისებებით, ასევე, მადრიდის "რეალთან" კეთილგანწყობის გამო. თუ საქმე არჩევანზე მიდგება, სავარაუდოდ პერესი ნიგერიელ თავდამსხმელს აირჩევს", - თქვა ესპანელმა ჟურნალისტმა.

"ნაპოლი" "რეალს" 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები