Belive

"ჩვენ აქ ვართ და მზად ვართ" - გიორგი ქოჩორაშვილი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულ ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩამდე საათებიღა რჩება. ევრო 2024-ზე რიგით მეორე შეხვედრას ჩვენი ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მატჩამდე გიორგი ქოჩორაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ჩვენ აქ ვართ და მზად ვართ. ვეცდებით, რომ იგივე გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი, თავი კარგად დავიცვათ, ვიბრძოლოთ და დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.

რთულ თამაშს ველოდები. აქამდე მოვედით შრომით, თავდაჯერებით და ყოველდღიური ფიქრით ამ მომენტზე. ხვალინდელი დღე არ არის ბრძოლის ველი. უნდა ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით, რადგან, როდესაც ადამიანი საქმისგან სიამოვნებას იღებს, ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. თუ მომიწევს მოედანზე გასვლა, ჩემი მიზანიც სწორედ ეს იქნება. კარგად გავაკეთო ჩემი საქმე და დავეხმარო თანაგუნდელებს. - გიორგი ქოჩორაშვილი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი

როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ჩეხეთისთვის უმნიშვნელოვანესია ქულების მოპოვება, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსები შეინარჩუნონ. შეგახსენებთ, რომ ორივე ნაკრები პირველ შეხვედრაში დამარცხდა,

სხვა სტატიები