Belive

რამაზ სვანაძე: "მეტოქეს დიდი მოტივაცია აქვს, მაგრამ ჩემი ბიჭებისგან გაორმაგებულს ველოდები"

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე, უეფას ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში, საბერძნეთთან გასამართი მატჩის წინ საუბრობს.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ თამაში გვიწევს. განსაკუთრებულად მოტივირებულები ვართ.

ნაკრებში ნებისმიერი მატჩი საპასუხისმგებლოა. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი თეორიულია, მაგრამ ნებისმიერი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება მომავალში. ჩვენი გუნდის მიდგომა ასეთია.

სამწუხაროა, რომ მზადების ეტაპზე დანაკლისი გვაქვს, მაგრამ უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგი წლიდან შეუერთდებიან 21-წლამდელთა ნაკრებს, ეს დამატებითი შანსია, რომ უფრო მეტად მომზადებულები იყვნენ და მათი სათამაშო ხარისხი და გამოცდილება გაიზარდოს.

რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს, მეტოქეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს და ამიტომ ძალიან მოტივირებული იქნება, მაგრამ ჩემი ბიჭებისგან ორმაგ მოტივაციას ველოდები.

თორნიკე კვარაცხელია, გიორგი ჩუბინიძე და ჰალიდ დოლტმურზიევი 21-წლამდელთა ნაკრების დებიუტანტები არიან. მათ მიერ შეკრებაზე ნაჩვენები თამაშით და მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. ყველამ საკუთარი ძალები განსაკუთრებულად წარმოაჩინა. მათთვის ეს მატჩები არის შანსი, დაამტკიცონ, რომ შემდეგი შესარჩევი ციკლიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, ქვეყნის მეორე საფეხბურთო გუნდის სრულფასოვანი წევრები გახდნენ", - ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთს 26 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები