Belive

უნგრეთისა და საქართველოს მატჩის მთავარი არბიტრი ცნობილია

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის B-დივიზიონის მესამე ტურში უნგრეთისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 2 ოქტომბერს, 22:45 საათზე, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, უნგრეთისა და საქართველოს შეხვედრად სერბული სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება - დაპირისპირების მთავარ არბიტრად 40 წლის სრჯან იოვანოვიჩი იმუშავებს, რომელსაც კიდიდან უროშ სტოიკოვიჩი და მილოშ შიმოვიჩი დაეხმარებიან. მე-4 არბიტრი ნოვაკ სიმოვიჩი იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის პოზიციაზე მომჩილო მარკოვიჩი გაირჯება. აღსანიშნავია, რომ იოვანოვიჩს საქართველოს ნაკრების მატჩი არასდროს უმსაჯია, მაგრამ 2025 წელს, უნგრეთისა და პორტუგალიის მატჩს (2:2) გაუძღვა.

განვლილი 2 ტურის შემდეგ, სატნურირო ცხრილს, 4-4 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ლიდერობენ. უნგრეთსა და საქართველოს 1-1 ქულა აქვთ და შესაბამისად, მესამე - მეოთხე პოზიციას ინაწილებენ.

სხვა სტატიები