FIBA Power Rankings | საქართველომ ესპანეთსა და იტალიას გაუსწრო
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, ევროპული ნაკრებების ძალთა თანაფარდობის (Power Rankings) რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ ესპანეთსა და იტალიაზე უკეთესი პოზიცია დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის მატჩები ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება და FIBA-ს ოფიცილურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, სადაც თითოეული მონაწილის ძლიერი მხარეა განხილული. ძალთა თანაფარდობის რეიტინგს გერმანია უდგას სათავაში, საქართველო კი მე-10 ნომრადაა განთესილი და ისეთ ნაკრებებს უსწრებს, როგორიცაა ესპანეთი და იტალია.
საქართველო
მატჩების განრიგი: 27 ნოემბერი - უკრაინა 30 ნოემბერი - ესპანეთი
ტენერიფეში ემოციური საღამო იქნება - გიორგი შერმადინი, თავმდაბალი გოლიათი ფაქტობრივად საშინაო არენაზე ითამაშებს, რადგან 2019 წლიდან ლენოვო ტენერიფეს ღირსებას იცავს. შერმადინი სტუმარი გუნდის გასახდელში შევა და ადგილობრივი გულშემატკივრები იგრძნობენ, თუ რას ნიშნავს ლიგა ენდესას გამორჩეულ მოთამაშესთან დაპირისპირება.
თად მაკფადენი ასევე გამოძახებულია და ცალკე აღნიშვნის ღირსია თორნიკე შენგელია. ეს არიან ბიჭები, რომლებიც არ ბერდებიან და რომელთაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.
Power Rankings
გერმანია
თურქეთი
საბერძნეთი
სერბეთი
საფრანგეთი
ლიეტუვა
ფინეთი
პოლონეთი
სლოვენია
საქართველო
ესპანეთი
იტალია