ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ტუნისელი მეტოქე დაამარცხა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის ქალაქ მილანში, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც სანდრო ბაზაძე წარმატებით ასპარეზობს. ხმლით ფარიკაობის 1/32-ფინალში, ბაზაძემ ტუნისელი ფარეს ფერჯანი (15:13) დაამარცხა და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა.
1/16-ფინალში, სანდრო ბაზაძისა და მიჩელ სერონის დაპირისპირება შედგება, რომელიც თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.