Belive

რეიტინგი განახლდა - სარდალაშვილი მსოფლიოს მეორე ნომერია, ქართველების დიდი წინსვლა

7 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2024 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, 4 მოპოვებული მედლით მეორე ადგილი დაიკავა.

ლაშა გუჯეჯიანის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებისთვის, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. კერძოდ, ქართველების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც საკმაოდ ბევრი და ნაყოფიერი ცვლილებებია.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი - გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. მოპოვებული ოქროს მედლით, 21 წლის ქართველმა ფალავანმა მსოფლიო რეიტინგში 2000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი გახდა (6 პოზიციით დაწინაურდა რეიტინგში).

60 კგ წონითი კატეგორიის TOP 5

66 კგ

მსოფლიო ჩემპიონატზე, 66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ვაჟა მარგველაშვილმა. მოპოვებული მედლის შემდეგ, მან მსოფლიო რეიტინგში 1000 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა და 5-პოზიციით დაწინაურდა.

ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზე 4970 სარეიტინგო ქულაა და იგი მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი გახდა.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 2 წარმომადგენელი გვყავდა - გიორგი ტერაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი.

სამწუხაროდ ვერცერთმა ქართველმა ვერ მიაღწია წარმატებას, შესაბამისად, ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერია.

გიორგი ტერაშვილმა კი მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიცია დაკარგა და ახლა 27-ე ნომერია.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში დიდი ტრიუმფით იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა და წითელი არშიას ზედიზედ მესამედ დაესაკუთრა. აქვე შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ფალავანია, რომელმაც 3-ჯერ (ზედიზედ 3-ჯერ!!!) შეძლო კონტინენტური პირველობის მოპოვება.

მოგებული ოქროს მედლით, ტატომ მსოფლიო რეიტინგში 2000 ქულა დაიმატა და ახლა იგი მსოფლიოს მეორე ნომერია. პირველ ადგილზე მყოფ მატიას კასეს მხოლოდ 92 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიო რეიტინგში დიდი წინსვლა აქვს დიმიტრი გოჩილაიძეს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე პოზიცია და 720 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. მოპოვებული ქულებით, დიმიტრო გოჩილაიძე რეიტინგში 12 საფეხურით დაწინაურდა და 2361 სარეიტინგო ქულით მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერია.

100 კგ

მსოფლიო ჩემპიონატზე ამ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვყვავდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატამზე ამ წონითი კატეგორიის ლიდერი, ქართველი - ილია სულამანიძე იყო.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანელი - ზელიმ კოტსოიევის წარმატება ილიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა და მსოფლიო ლიდერობა დაკარგა. ილია სულამანიძის ანგარიშზე 6350 სარეიტნგო ქულაა და ახლა იგი მსოფლიოს მეორე ნომერია, პირველ ადგილზე მყოფ აზერბაიჯანელს კი 672 ქულით ჩამორჩება.

+100 კგ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მესამე ოქროს მედლის მოპოვების შანსი გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, გურამი ფინალში სამხრეთ კორეელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გურამ თუშიშვილმა მოპოვებული ვერცხლის მედლით, მსოფლიო რეიტინგში 1200 სარეიტინგო ქულა დაიმატა და 3 პოზიციით დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 5578 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერია.

სხვა სტატიები