ფაბრიციო რომანო: "მამარდაშვილის გამო ლივერპული და ვალენსია კიდევ ერთხელ შეხვდებიან"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, "ვალენსიასა" და "ლივერპულს" შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება ჩაინიშნა.
უახლოეს პერიოდში მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან და მალე ალბათ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
საუბარია იმაზე, რომ 23 წლის მეკარე ინგლისურ გრანდს შეუერთდეს, რის შემდეგაც ერთი სეზონის განმავლობაში, მას იჯარის წესით გაანათხოვრებენ. ყველაზე მეტად სავარაუდო ვარიანტი, მამარდაშვილის "ბორნმუთში" განათხოვრებაა.
ქართველი მკეკარე "ვალენსიას" 2021 წლის ზაფხულში, "დინამო თბილისიდან" შეუერთდა და გუნდის შემადგენლობაში 100 მატჩში მიიღო მონაწილეობა.