ბრიტანეთში მწვრთნელის რანგში დაბრუნება: ქეცბაიამ შესაძლოა შოტლანდიური გუნდი ჩაიბაროს
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა და შემდეგში მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა ბრიტანეთში გააგრძელოს.
ქართველის კუნძულზე დაბრუნებას glasgowworld ვარაუდობს, რომელიც წერს, რომ, 56 წლის სპეციალისტი შოტლანდიის პრემიერშიფის წარმომადგენელი "მოზერვილის" მწვრთნელად მოიაზრება.
"ნიუკასლ იუნაიტედის საკულტო გმირი და "ვულვზის" ყოფილი ვარსკვლავი, თემურ ქეცბაია "მოზერვილის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია. მან საკუთარი რეზიუმე განსახილველად გუნდის მთავარი მწვრთნელი ვაკანტურ თანამდებობაზე შეიტანა.
გუნდმა ბევრი შეთავაზება მსოფლიოს სხვადასხვა მხრიდან მიიღო, მათ შორის ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გრემ არნოლდის, სტივ ნეისმიტისა და რაიან ლოუსგან", - წერს glasgowworld.
თემურ ქეცბაიასთვის აქამდე ბოლო სამწვრთნელო საქმიანობა კვიპროსის ნაკრებს უკავშირდება, რომელსაც 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება შოტლანდიურ გამოცდილებას, ფეხბურთელის რანგში, მას "დანდიში" 2001-დან 2002 წლამდე პერიოდი აქვს გატარებული.