როდის დაბრუნდება ალისონი? - არნე სლოტი ბრაზილიელ მეკარეზე საუბრობს
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურში, მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრის წინ, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი, გუნდის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, მათ შორის ალისონ ბეკერზე საუბრობს.
"ალისონი ამ ეტაპზე ჩვენთან ერთად არ ვარჯიშობს და შესაბამისად ვერც თამაშობს. წინასწარ იმის თქმა, თუ როდის დაბრუნდება მოედანზე, ძნელია, რადგან რეაბილიტაციის დასკვნითი ფაზა ყოველთვის იძლევა სიახლეებს. იმის თქმა დაზუსტებით შეგვიძლია, რომ ამ და შემდეგ კვირას მოედანზე არ დაბრუნდება", - ამბობს არნე სლოტი.
გიორგი მამარდაშვილმა ალისონის ტრავმის შემდეგ ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო და ახალ გუნდში სამ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს 19 ოქტომბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.