Belive

ფაბიო კაპელო: "ხვიჩა კვარაცხელიას სულისკვეთება მაოცებს"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელიას ასეთი გადაადგილების ნახვა ჩემთვის მოულოდნელია. პოზიციებზე საუბარი საჭირო საერთოდ არ არის, მისი სათამაშო სულისკვეთება ყველაფერზე მეტყველებს და ეს მაოცებს.

როცა ეს ძლიერი ფეხბურთელები, ეს ლიდერები ნეაპოლში რჩებიან და თავის შესაძლებლობებს მოედანზე აჩვენებენ, ეს კარგია.

როგორ გადაადგილდება კვარაცხელია მოედანზე: ის ოთხჯერ დაედევნა მეტოქეებს, რადგან ბურთის ართმევა სურს.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ანტონიო კონტემ ფეხბურთელებს უკვე ბევრი რამ გადასცა", - ამბობს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი.

2024/25 წლების სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში უკვე დაიწყო და საწყის სამ ტურში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელია უკვე საქართველოში, ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებს შინ, ხოლო 10 რიცხვში ალბანეთს სტუმრად შეხვდება.

სხვა სტატიები