Belive

ნაპოლიმ რომა დაამარცხა | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" "რომა" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 67 წუთი ითამაშა, რა დროშიც მას Sofascore-მა 6.2 შეფასება დაუწერა. კვარა ბურთს 59-ჯერ შეეხო, კარისკენ მან 3-ჯერ დაარტყა, 34 გადაცემიდან 28 ზუსტად შეასრულა (82%).

ქართველი ფეხბურთელი Whoscored-მაც 6.2-ით შეაფასა.

"ნაპოლი" სერია A-ს ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილზეა (9 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი), ნეაპოლურ გუნდს 1 ქულით 3 გუნდი ჩამორჩება. მე-2, მე-3 და მე-4 ადგილზე "ატალანტა", "ინტერი", "ფიორენტინა" იმყოფებიან.

მომდევნო მატჩს ქართველი ფეხბურთელის გუნდი პირველ დეკემბერს "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები