Belive

ევროპული მედია: "მამარდაშვილი ჩელსის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპული მედია საშუალებები საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ლონდონის "ჩელსიში" პოტენციური ტრანსფერების შესახებ ისევ საუბრობენ.

კონკრეტულად, გამოცემა topcrnr.com-ი წერს, რომ 22 წლის ქართველი მეკარე "არისტოკრატების" სატრანსფერო სიის სათავეშია და მის დამატებას "ლურჯები" 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს შეეცდებიან.

"ჩელსი" ხარისხიანი მეკარის ძიების აქტიურ პროცესშია და ამ საქმეში მათი მთავარი სამიზნე "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილია.

​ამ მომენტისთვის, "ჩელსის" ერთადერთი საიმედო მეკარე რობერტ სანჩესია, გუნდს კი კიდევ ერთი გოლკიპერის დამატება სურს. მამარდაშვილის მიერ ესპანეთის ლა ლიგაში ნაჩვენები უნარ-ჩვევები მას მიმზიდველ ვარიანტად აქცევს.

მხარეებს შორის შეთანხმება სავარაუდოდ შემდეგი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაფორმდება. თავად ქართველი მეკარე ამ ტრანსფერით მოხიბლული იქნება, რადგანაც მისი სურვილია, რომ ისეთ კლუბში ითამაშოს, რომელიც ტიტულების მოპოვებისთვის იბრძოლებს", - წერს topcrnr.com-ი.

​მიმდინარე სეზონში, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" მაისურით ლა ლიგაში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 4 გოლი გაუშვა და 2 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები