Belive

ევროპის ჩემპიონატი 2025 | საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

23-26 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით წარდგება, საიდანცა 9 მამაკაცი იქნება, ხოლო 6 ქალი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების მერე, ტატამს უბრუნდებიან ლაშა ბექაური და ტატო გრიგალაშვილი (ტატომ იჭიდავა, თუმცა 81-ში არცერთხელ).

შემადგენლობა

  • 60 კგ - გიორგი სარდალაშვილი

  • 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

  • 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

  • 90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

  • 100 კგ - ილია სულამანიძე

  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი

  • 48 კგ - ჯულიეტა როდონაია

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ნოზაძე

  • 63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

  • 70 კგ - მარიამ ჭანტურია

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ნაკრები, შერეული გუნდური პირველობისთვის მიხეილ ბახბახაშვილს (73 კგ), გიორგი ჯაბნიშვილს (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილს (+100 კგ) დაიმატებს.