Belive

UFC 320 | მერაბ დვალიშვილმა უნიკალური შედეგი დააფიქსირა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 320-ის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ზედიზედ მესამედ დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც UFC-ის ყველა დროის მესამე საუკეთესო შედეგია. ყველაზე ხანგრძლივი მოგეგებების სერიით, მერაბი UFC-ის ისეთ სახელოვან მებრძოლებს შეუერთდა, როგორიცაა: ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი (15).

წარმატებულო თეიქდაუნების მხრივ კი მერაბ დვალიშვილი უკონკურენტო რეკორდსმენია. დვალიშვილი ამყარებს და აუმჯობესებს საკუთარ შედეგს - დღემდე, 97 წარმატებული გდებით მერაბი რეკორდსმენი იყო და სენდჰეგენთან შესრულებული 20 წარმატებული თეიქდაუნის შემდეგ, UFC-ს ისტორიაში გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც 100-იან ნიშნულს გადააჭარბა (117).

თუმცა ეს არაა, მერაბ დვალიშვილის რეკორდების სრული ჩამონათვალი - როგორც აღვნიშნეთ, დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი მესამედ დაიცვა, რაც ამ დივიზიონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა - მომდევნო ბრძოლაში კი ამ კომპონენტშიც ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

სხვა სტატიები