Belive

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სლოვენიის დედაქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, მათე გველესიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. -66 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, გველესიანი, ხორვატ ლუკა კატიჩს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ბრძოლა ტრავმის გამო ვერ შეძლო. 

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სლოვენიაში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე უკვე 3 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. 27 ივლისს, საქართველოს ღირსებას ირაკლი ქავთარაშვილი (-73 კგ) და გიორგი ბენდელიანი (-81 კგ) დაიცავენ.

სხვა სტატიები